ახალი ამბები

ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ოლიგარქების წინააღმდეგ დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდებს

15 აგვისტო, 2016 • 1290
ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ოლიგარქების წინააღმდეგ დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდებს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და ოლიგარქების წინააღმდეგ ერთობლივი დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდებს.


“მივმართავ ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას, წინ აღვუდგეთ კრიმინალ, მილიონერ ოლიგარქთა ინტერვენციას საქართველოს პარლამენტში, რომლებიც კვლავ ცდილობენ ფულის დახმარებით იყიდონ ჩვენი მართვისა და ძარცვის უფლება. ვთავაზობთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ხელი მოვაწეროთ ანტიოლიგარქიულ ერთობლივ პაქტს. შევებრძოლოთ რეგიონში ოლიგარქ მაჟორიტარებს და არც ერთი მილიონერი არ ჩავსვათ პარტიულ სიებში”, – განაცხადა ნათელაშვილმა 15 აგვისტოს.

2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტი არჩევნები და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება. ლეიბორისტულმა პარტიამ უკვე მიმართა ცესკოს რეგისტრაციისთვის.

წინა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ლეიბორისტულმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 1.4 % მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი