ახალი ამბები

ნათელაშვილი ილია II-ს მოუწოდებს, გარეგნული ნეიტრალიტეტი მაინც დაიკავოს საარჩევნო პროცესში

15 აგვისტო, 2016 • 2318
ნათელაშვილი ილია II-ს მოუწოდებს, გარეგნული ნეიტრალიტეტი მაინც დაიკავოს საარჩევნო პროცესში

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პატრიარქ ილია მეორეს მიმართავს, რომ დაიკავოს გარეგნული ნეიტრალიტეტი მაინც საარჩევნო პროცესში.

“ამ შეხვედრას შეიძლება დაერქვას “უწმინდურები უწმინდესთან” . გეყოთ დედა ეკლესიის გამოყენება ბინძური მიზნებისათვის. თქვენისთანა ვაჭრებს უფალმა იერუსალიმის ტაძარში დახლები აუშალა. პატრიარქს კიდევ ერთხელ უმორჩილესად ვთხოვ, დაიკავოს გარეგნული ნეიტრალიტეტი მაინც საარჩევნო პროცესში, ხოლო თუ მხოლოდ ხელისუფლების კანდიდატებს თვლის თავის სულიერ შვილებად, მაშინ ანათემას გადაგვცეს როგორც, ძირგამომთხრელი ოპოზიცია და ყველაფერი ნათელი იქნება”, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ასე გამოეხმურა სამეგრელოში ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეხვედრას ილია მეორესთან.

13 აგვისტოს “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: მერაბ ქვარაია, ედიშერ თოლორაია, გოგა გულორდავა, ოთარ დანელია და ირაკლი ხახუბია სამეგრელოში შეხვდნენ ილია მეორეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი