ახალი ამბები

იაკობ ქაჯაია რიო 2016–ის მეოთხედფინალში რუს მოჭდავესთან დამარცხდა

15 აგვისტო, 2016 • 2519
იაკობ ქაჯაია რიო 2016–ის მეოთხედფინალში რუს მოჭდავესთან დამარცხდა

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში იაკობ ქაჯაია რუსეთის ნაკრების წევრთან, სერგეი სემიონოვთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

იაკობ ქაჯაიამ პირველ შეხვედრაში ბრაზილიელი ედუარდ სოგომონია მარტივად დაამარცხა, ხოლო მერვედფინალში უკრაინელ ალექსანდრ ჩერნეცკის სუფთად მოუგო. ქართველი მოჭიდავე, რომელიც 130 კგ.–მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს, 23 წლამდე მოჭიდავეთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონია.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის 2 მედალი აქვს – ვერცხლი და ბრინჯაო. ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო მედლის აღება. მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი