ახალი ამბები

პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის არქონის გამო ვერ შედგა

15 აგვისტო, 2016 • 1438
პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის არქონის გამო ვერ შედგა

დღეს, 15 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, სადაც ბურჯანაძის “უბლოკო ქვეყნის” ინიციატივაზე უნდა ემსჯელათ, ჩაიშალა, რადგან კვორუმი არ შედგა.

ბიუროს სდომას მხოლოდ 9 დეპუტატი ესწრებოდა, კვორუმისთვის საჭირო იყო 17 დეპუტატის დასწრება.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არც ერთ დეპუტატს არ მიუმართავს განცხადებით, რომ ბიუროს სხდომას ვერ დაესწრებოდნენ.

პარლამენტარ ანი მიროტაძის ინფორმაციით, ბიუროს სხდომას ესწრებოდნენ მრეწველებიდან- ზურაბ ტყემალაძე, ეროვნული ფორუმიდან- ანი მიროტაძე, რესპუბლიკელებიდან- თამარ კორძაია, ლევან ბერძენიშვილი, ვახტანგ ხმალაძე და დავით უსუფაშვილი. ქართული ოცნებიდან- პაატა ბარათაშვილი და ვლადიმერ აჩბა.

ბიუროს შემდეგი სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა 17 აგვისტოს, 15 საათზე დანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი