ახალი ამბები

ბედუკაძე ამბობს, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პოზიციას გაიზიარებს

14 აგვისტო, 2016 • 2430
ბედუკაძე ამბობს, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პოზიციას გაიზიარებს

პარტია “ცენტრისტების” ლიდერი ლადო ბედუკაძე ამბობს, რომ ის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პოზიციას გაიზიარებს და მხოლოდ ილია მეორეს დაეკითხება აზრს. ამის შესახებ მან ტლეკომპანია “პირველთან” ინტერვიუში განაცხადა.

“რესპუბლიკურმა” პარტიამ და “ქართულმა ოცნებამ” დღეს გააჟღერეს ინიციატივა, რომ პარტია “ცენტრისტების” რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.

“მინდა გავაფრთხულო რესპუბლიკური პარტია და სხვა პარტიები, ცეცხლს ეთამაშებით. თქვენ ხართ სამშობლოს მოღალატეები, თქვენ ხართ სამშობლოს მტრები, სულ ყველა. ერთადერთი ადამიანი, ვის შეხედულებასაც, ვის პოზიციასაც მე გავიზიარებ, იქნება ბიძინა ივანიშვილი. ერთადერთი ადამიანი, ვისაც აზრს დავეკითხები, ეს იქნება უწმინდესი და უნეტარესი, პატრიარქი ილია მეორე. ყველა დანარჩენი ჩემთვის არარაობები ხართ, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩარეცხილი,” – ამბობს ლადო ბედუკაძე.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი თამარ კორძაია დეპუტატებს მოუწოდებს, მის ინიციატივას შეუერთდნენ და საკონსტიტუციო სასამართლოს ლადო ბედუკაძის პარტიის საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით მიმართონ.  ამის შესახებ მან დღეს,14 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.

“რესპუბლიკური პარტიის” შემდეგ ლადო ბედუკაძის პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, გია ვოლსკი და ეკა ბესელია გამოდიან.

400-ლარიანი რუსული პენსია, რუსეთის მოქალაქეობა და რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონება – არჩევის შემთხვევაში მოქალაქეებს ამ ყველაფერს პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტები” ჰპირდებიან. შესაბამისი ვიდეორგოლი  საზოგადოებირვი მაუწყებლის ეთერში დღემდე გადიოდა. დღეს მაუწყებელმა რეკლამა ეთერიდან მოხსნა.  “სამართლიანი არჩევნები” საარჩევნო ვიდეორგოლის საკითხს ცესკოში გაასაჩივრებს.

13 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევნების სარჩელი, რომლითაც  ამომრჩევლების მოსყიდვის გამო  „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი