ახალი ამბები

კონფლიქტის ზონიდან ორი ადამიანი გაიტაცეს

14 აგვისტო, 2016 • 1280
კონფლიქტის ზონიდან ორი ადამიანი გაიტაცეს

13 აგვისტოს კონფლიქტის ზონიდან ორი ადამიანი გაიტაცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ისინი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა სოფელ რუხში თევზაობისას დააკავეს.

“გუშინ დილით წავიდნენ სათევზაოდ. საღამოს მოვიდა ადამიანი, რომელიც მათთან ერთად იყო და გვითხრა, დაიჭირესო. ნათესავები არიან წასული იქით და ჯერჯერობით არაფერი ვიცით, არც თანხაზე უთქვამთ რამე, ” – ამბობს ლევან მორგოშიას მეუღლე, ლაიმა თოდუა “რუსთავი 2”- თან საუბრისას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ფაქტის შესაებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მასალების გადაბეჭდვის წესი