ახალი ამბები

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში

13 აგვისტო, 2016 • 1300
“ქართული ოცნების”  მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმის ერთ-ერთ ოლქში ფატი ხალვაში, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დაა – პარტიამ აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 13 აგვისტოს წარადგინა.

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებიც დღეს წარადგინეს:

ბათუმი

[checklist]

  • ფატი ხალვაში, პარლამენტის ამჟამინდელი წევრი – ბათუმის  68-ე  საარჩევნო ოლქი;
  • ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე,  ბათუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი  – ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქი;
  • მუხრან ვახტანგაძე, სპორტსმენი, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენის უფროსი – ბათუმის 70-ე ოლქი

[/checklist]

აჭარის მუნიციპალიტეტები

[checklist]

  • ქობულეთი: კობა ნაკაიძეItem 1
  • ხელვაჩაურში: ილია ნაკაშიძე;ხულო-შუახევსა და ქედაში: ანზორ ბოლქვაძე

[/checklist]

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა დღეს ბათუმში წარადგინა. წარდგენას პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.

“ოცნებამ” წარადგინა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატებიც. უმაღლესი საბჭოს არჩევნები საპარლამენტო არჩევნებთან ერთად 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში

[checklist]

  • ბათუმში:  68-ე ოლქში – ვახტანგ წულაძე, 69-ე ოლქში – ილია ვერძაძე; 70-ე ოლქში – ნუგზარ სურმანიძე;
  • ქობულეთში: გიორგი რომანაძე;
  • ხელვაჩაურში: მერაბ კარანაძე;
  • ხულო-შუახევსა და ქედაში: ხვიჩა შარაშიძე.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი