ახალი ამბები

ირაკლი ოქრუაშვილი გორის მაჟორიტარად იყრის კენჭს

12 აგვისტო, 2016 • 2297
ირაკლი ოქრუაშვილი გორის მაჟორიტარად იყრის კენჭს

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კენჭს გორის მაჟორიტარად იყრის. ოქრუაშვილი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

“თუ თვალს გადაავლებთ პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ მაჟორიტართა კანდიდატებს, ცალსახად დარწმუნდებით, რომ ადამიანებს თავიანთი განათლებით, გამოცდილებით, პროფესიით, ცოდნით არაფერი საერთო არ აქვთ არც პარლამენტარიზმთან, პარლამენტის წევრის სტატუსთან და მათ არაფერი სასიკეთოს მოტანა ქალაქისთვის არ შეუძლიათ,”- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო 2004-2006 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, 2006-ში – ეკონომიკის მინისტრი.  2007 წელს იგი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდა,  ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და  მკვლელობების შეკვეთებში დაადანაშაულა. ამავე წელს მან პარტია “ერთიანი საქართველოსთვის” შექმნა. 2007 წლიდან იგი საფრანგეთში ცხოვრობდა. 2008 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 11–წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ქრთამის აღების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მუხლებით. 2012 წლის ნოემბრეში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა და დააპატიმრეს. 2013 წლის იანვარში სასამართლო დარბაზიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

რაც შეეხება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გორში ოქრუაშვილის კონკურენტებს, გორის მაჟორიტარობის კანდიდატია თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია.  “ქართული ოცნებიდან” გორის მაჟორიტარად კენჭს იოსებ მაკრახიძე იყრის, “ნაციონალური მოძრაობიდან” – ბადრი ბასიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი