ახალი ამბებისამართალი

კახეთში ქვევრში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

12 აგვისტო, 2016 • 1259
კახეთში ქვევრში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 5 აგვისტოს კახეთში, ქვევრში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ბრალდებული, 28 წლის პირი თელავში დააკავეს.

“ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, ღამით, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში თანასოფლელის, 1939 წელს დაბადებული თ. ხ.-ს საცხოვრებელ სახლში ქურდობის მიზნით ფარულად შეაღწია. სახლის მეპატრონემ გ. ხ. შეამჩნია, რის შემდეგაც ბრალდებულმა ქალბატონს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, მისი სხეული მარანში, ქვევრში, კვალის დაფარვის მიზნით გადამალა, ხოლო სახლში ხანძარი გააჩინა და მიიმალა. პოლიციამ გ. ხ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში თელავში დააკავა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,”- ვკითხულობთ პოლიციის განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი