პოლიციელის მხრიდან სავარაუდო ძალადობის გამო ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო.

წერილში, რომლიც თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ პოლიციელი გ. თ. მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში.

როგორც წერილში წერია, პოლიციელმა იგი წაიყვანა იანეთში, სცემა და დაექმურა, რომ ისეთ დანაშაულს დააბრალებდა, რომელიც მას ჩადენილი არ ჰქონდა. როგორც წერილში წერია, პოლიციელმა იგი 2016 წლის 7 აგვისტოს სცემა.

გარდაცვლილის მეგობარმა “ნეტგაზეთს გაუცხადა, რომ მისი მეგობარი 8 აგვისტოს საკუთარ ეზოში იპოვეს თუთის ხეზე ჩამომხრჩვალი, ხოლო წერილი იქვე იყო.

მეგობრის ინფორმაციით, მას მამა გარდაცვლილი ჰყავს, ხოლო დედა საზღვარგარეთ მუშაობს, ჰყავდა ერთი ძმა.

“გლეხური ცხოვრებით ცხოვრობდა. გაჭირვებული ოჯახი იყო. ცოტა უპატრონო ფონი აქვს ამ ბავშვს”,  – გვითხრა მისმა მგობარმა.

მეგობრის თქმით, პოლიციელი, რომელიც სტურუას, სავარაუდოდ, ემუქრებოდა, გვერდით სოფელში, წიაღუბანში, ცხოვრობს.

დემურ სტურუას ხვალ, 13 აგვისტოს დაასაფლავებენ.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც განგვიცხადეს, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას ამ საქმის თაობაზე მალე გაავრცელებენ.

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე დატოვებული წერილი

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე დატოვებული წერილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com