ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატების” გორის საარჩევნო შტაბის უფროსი “ქართულ ოცნებაში” გადავიდა

11 აგვისტო, 2016 • 1262
“თავისუფალი დემოკრატების” გორის საარჩევნო შტაბის უფროსი “ქართულ ოცნებაში” გადავიდა

პარტია “თავისუფალი დემოკრატების” გორის საარჩევნო შტაბის უფროსი, დავით წეწვაძე “ქართულ ოცნებას” 11 აგვისტოს შეუერთდა. მისი თქმით, “თავისუფალი დემოკრატები” იდეოლოგიურად “ნაციონალურ მოძრაობას” დაუახლოვდა.

“როცა დავინახე, რომ ამ გუნდს, რაღაც იდეოლოგიიდან გამომდინარე, დაახლოება მოხდა ნაციონალურ მოძრაობასთან, მე ვთვლი, რომ აღარ არის ჩემი ადგილი “თავისუფალი დემოკრატების” რიგებში და ვუერთდები “ქართული ოცნების” რიგებს. ჩემი რესურსით, მთლიანად, ჩემ გუნდთან ერთად, მივიღებ მონაწილეობას ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის,”- განაცხადა დავით წეწვაძემ 11 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

1 დღით ადრე, 10 აგვისტოს “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა თამაზ შიოშვილი, რომელიც გორში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. ამის შემდეგ, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თავად იყრიდა კენჭს გორის მაჟორიტარად.

გორში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძეა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი