ახალი ამბები

ბექა ღვინიაშვილი რიო 2016-დან სამშობლოში უმედლოდ ბრუნდება

11 აგვისტო, 2016 • 2385
ბექა ღვინიაშვილი რიო 2016-დან სამშობლოში უმედლოდ ბრუნდება

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი რეპეშაჟში იაპონელ რაინოსუკე ჰაგასთან ერთი შიდოთი დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი დაკარგა.

ქართველი სპორტსმენი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო. მან პირველ შეხვედრაში ბრიტანელ ბენჯამენ ფლეტჩერთან სუფთა გამარჯვება მოიპოვა, ხოლო მერვედფინალში ბელგიის ოლიმპიური ნაკრების წევრი, ტომა ნიკიფოროვი ასევე სუფთად დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალურ შეხვედრაში მეორე ნომრად წარდგენილ ფრანგ სირილ მარესთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადავიდა.

ტურნირზე 20 წლის ბექა ღვინიაშვილი  100 კგ–მდე წონით კატეგორიაში ჭიდაობდა. მან ოლიმპიურ თამაშებზე წელს პირველად იასპარეზა.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის 2 მედალი აქვს – ვერცხლი და ბრინჯაო. ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო მედლის აღება. ვარლამ ლიპარტელიანმა გუშინ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ვერცხლის მედალი მოუტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი