ახალი ამბები

ბექა ღვინიაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა – შანსი ბრინჯაოს მედლისთვის

11 აგვისტო, 2016 • 1978
ბექა ღვინიაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა – შანსი ბრინჯაოს მედლისთვის

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე ბექა ღვინიაშვილი მეორე ნომრად წარდგენილ ფრანგ სირილ მარესთან დამარცხდა და ბრინჯაოს რეპეშაჟში გადავიდა.

 

ბექა მომდევნო შეხვედრას (რეპეშაჟი) იაპონელ რაინოსუკე ჰაგასთან გამართავს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ქართველი ძიუდოისტი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო. მან პირველ შეხვედრაში ბრიტანელ ბენჯამენ ფლეტჩერთან სუფთა გამარჯვება მოიპოვა, ხოლო მერვედფინალში ბელგიის ოლიმპიური ნაკრების წევრი, ტომა ნიკიფოროვი ასევე სუფთად დაამარცხა.

20 წლის ბექა ღვინიაშვილი  100 კგ–მდე წონით კატეგორიაში ჭიდაობს. ის ოლიმპიურ თამაშებზე წელს პირველად ასპარეზობს.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის 2 მედალი აქვს – ვერცხლი და ბრინჯაო. ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვადა გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო მედლის აღება.ვარლამ ლიპარტელიანმა გუშინ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ვერცხლის მედალი მოუტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი