ახალი ამბები

სამხრეთ საფრანგეთში გაჩენილი ხანძარი მარსელს უახლოვდება

11 აგვისტო, 2016 • 2569
სამხრეთ საფრანგეთში გაჩენილი ხანძარი მარსელს უახლოვდება

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ტყეში გაჩენილი ხანძარი, რომლის ლოკალიზებაც ამ დრომდე ვერ ხერხდება, საფრანგეთის ქალაქ მარსელს უახოვდება.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ბრიტანული მედიის ცნობით, ხანძრის ლოკალიზებას მარსელის ჩრდილოეთ ნაწილში 1500-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს.

ფრანგული ოფიციალური წყაროები ხანძრის შედეგებზე უკვე საუბრობენ. ხანძარმა მარსელის ჩრდილოეთით მდებარე ორი ქალაქი გაანადგურა, საიდანაც ხელისუფლებამ ათასობით მაცხოვრებლის ევაკუაცია მოახდინა. გაუქმებულია ფრენები მარსელის აეროპორტშიც –  მგზავრების მიღების ნაცვლად აეროპორტი სახანძრო თვითმფრინავებისთვის საფრენი ბილიკს ათავისუფლებს.

სამხრეთ საფრანგეთში გავრცელებული ძლიერი ხანთარი მარსელს უახლოვდება. ცეცხლი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს უახლოვდება 11.08.2016 EPA/GUILLAUME HORCAJUELO

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთ-ერთმა სერიოზული დაზიანებები მიიღო.

“ყველაფერი დაიწვა, სახლი, მანქანა, აღარაფერი დარჩა” – უთხრა BBC-ს ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

ხანძარია პორტუგალიაშიც, მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას უკვე მეორე დღეა უშედეგოდ ცდილობენ. ცეცხლის ჩაქრობას ხელს მაღალი ტემპერატურა უშლის. ხანძარმა პორტუგალიაში უკვე 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,  112 000 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.

ხანძარი სამხრეთ საფრანგეთში, ტყის მასივს გაუჩნდა 11.08.2016 ფოტო: EPA/GUILLAUME HORCAJUELO

ხანძარი სამხრეთ საფრანგეთში, ტყის მასივს გაუჩნდა 11.08.2016 ფოტო: EPA/GUILLAUME HORCAJUELO

მასალების გადაბეჭდვის წესი