ახალი ამბები

ბომბის შესახებ შეტყობინებების შემდეგ ბრიუსელში ორი თვითმფრინავი უსაფრთხოდ ჩაფრინდა

10 აგვისტო, 2016 • 1549
ბომბის შესახებ შეტყობინებების შემდეგ ბრიუსელში ორი თვითმფრინავი უსაფრთხოდ ჩაფრინდა

“როიტერის” ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტში ბომბთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ორი თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა. “როიტერი” აღნიშნულ ინფორმაციას ბელგიის სახელწიფო მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროკურორის, ერიკ ვან დერ სიფტის განცხადებით, ინფორმაცია ბომბის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით პროკურატურამ სერიოზულად მიიჩნია და გამოძიება დაიწყო, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. მისივე თქმით, ბომბის გამანეიტრალებელი ჯგუფი აეროპორტში არ გამოუძახებიათ.

თავად აეროპორტის პოლიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბომბთან დაკავშირებული განგაში ადგილზე არ ყოფილა, არც სხვა პრობლემა შექმნილა უშუალოდ აეროპორტში.

ბელგიის მაუწყებლის ერთ-ერთმა რეპორტიორმა, ბარტ რაესმა, რომელიც ოსლოდან მოფრინავდა, დატვიტა, რომ პილოტმა ბომბთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ დაშვებამდე 20 წუთით ადრე მიიღო შეტყობინება.

ბელგიის მედია წერს, რომ ზოგიერთი თვითმფრინავი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი