6 კვირაში პარტიების შემოსავალი, ჯამში, 6 მილიონი ლარია [ინფოგრაფიკა]

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, 8 ივნისიდან 19 ივლისამდე პერიოდში პარტიების ჯამური შემოსავალი 6 მილიონ ლარზე მეტია.

ამ პერიოდში “ქართული ოცნების” ჯამური შემოსავალი 2 მილიონ 124 ათას 141 ლარია. აქედან შემოწირულობა  1 მილიონ 976 ათას 940 ლარია, საბიუჯეტო დაფინანსება –  127 ათას 474 ლარი. საწევრო თანხა – 40 ლარი, ხოლო მიზნობრივი დაფინანსება – 19 727 ლარი. “ქართულმა ოცნებამ” ამ პერიოდში 10 125 ლარი გასცა შრომის ანაზღაურების სახით.

“ნაციონალური მოძრაობის” ჯამური შემოსავალი 555 ათას 621 ლარია, საიდანაც შემოწირულობა 74 380 ლარია, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსება- 362 628 ლარი. საანგარიშო პერიოდში შრომის ანაზღაურების სახით პარტიამ 13 584 ლარი გასცა.


“პატრიოტთა ალიანსის” შემოსავალი 304 491  ლარია. აქედან, 66 702 ლარი საბიუჯეტო დაფინანსება, ხოლო 178 611 ლარი- შემოწირულობა. შრომის ანაზღაურებისთვის “პატრიოტთა ალიანსს” 8 840 ლარის ოდენობის ხარჯი აქვს.

ნინო ბურჯანაძის “გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას ” 284 525 ლარის ოდენობის შემოსავალი აქვს მიღებული, აქედან 166 682 ლარი საბიუჯეტო დაფინანასებაა. საანგარიშო პერიოდში პარტიისთვის თანხა არავის შეუწირავს, შრომის ასანაზღაურებლად კი  63 439 ლარია.

8 ივნისიდან 19 ივლისამდე 247 056 ლარი მიიღეს “თავისუფალმა დემოკრატებმა”. საბიუჯეტო დაფინანსება – 107 074 ლარი; შემოწირულობა კი – 120 255 ლარი. შრომის ანაზღაურებისთვის პარტიას 4 894 ლარი აქვს დახარჯული.

“ქრისტიან-კონსერვატიულმა” პარტიამ 160 663 ლარი მიიღო. აქედან 99 782 ლარი საბიუჯეტო დაფინანასებაა, ხოლო შემოწირულობა- 0 ლარი. შრომის ანაზღაუეების ხარჯმა 8 750 ლარი შეადგინა.

126 921 ლარი მიიღო “კონსერვატიულმა პარტიამ”. აქედან 107 074 ლარი საბიუჯეტო დაფინანსებაა, ხოლო შემოწირულობა –  120 ლარი. შრომის ანაზღაურებისთვის პარტიამ 10 963 ლარი დახარჯა.

“ეროვნული ფორუმის” შემოსავალი 128 ათასი ლარია. საბიუჯეტო დაფინანსება -107 074 ლარი, ხოლო შემოწირულობა- 1 200 ლარი. შრომის ანაზღაურებისთვის გაწეულმა ხარჯმა 47 200 ლარი შეადგინა.

127 592 ლარია “რესპუბლიკური პარტიის” ჯამური შემოსავალი. აქედან 729 ლარი ლარი შემოწირულობაა, ხოლო 107 074 ლარი- საბიუჯეტო დაფინანსება. პარტიამ 22 175 ლარი დახარჯა შრომის ანაზღაურებაში.

პარტიამ “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, ჯამში, 126 801 ლარის შემოსავალი მიიღო. საბიუჯეტო დაფინანსების სახით – 107 074 ლარი, ხოლო შემოწირულობა საერთოდ არ მიუღიათ. საანგარიში პერიოდში შრომის ანაზღაურების ხარჯმა 47 612 ლარი შეადგინა.

“ლეიბორისტულმა პარტიამ” ამ პერიოდში 242 681 ლარი მიიღო. აქედან საბიუჯეტო შემოსავალი 62 216 ლარია, ხოლო შემოწირულობა -300 ლარი. შრომის ანაზაურებაში პარტიამ 42 973 ლარი გადაიხადა.

პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ ” სახელმწიფო ხალხისთვის” – ამ დროის განმავლობაში შემოწირულობის სახით  1 მილიონ 228 ათას 294 ლარი მიიღო. შრომის ანაზღაურებაში პარტიამ 118 ათასი ლარი დახარჯა.

საანგარიშო პერიოდში “გირჩს”  100 994  ლარი შესწირეს, ხოლო გიორგი ვაშაძის “ახალ საქართველოს” – 184 700 ლარი. პარტიების დაფინანსების ერთადერთი წყარო შემოწირულობებია.

8 ივნისიდან 19 ივლისამდე პერიოდში პარტიების საერთო შემოსავალი, ჯამში, 6 მილიონ 28 ათას 83 ლარია. აქედან 1 420 ათასი ლარი საბიუჯეტო დაფინანასებაა, ხოლო 4 მილიონ 31 ათასი ლარი- შემოწირულობა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.