ახალი ამბები

თბილისში “ეროვნული ფორუმის” ოფისი გაძარცვეს

10 აგვისტო, 2016 • 1171
თბილისში “ეროვნული ფორუმის” ოფისი გაძარცვეს

9 აგვისტოს ღამით თბილისში, ნაძალადევის რაიონში “ეროვნული ფორუმის” ოფისი გაძარცვეს.

“ოფისი მთლიანად არის არეული, კომპიუტერები მოხსნილია. ვერ გეტყვით, რა ინფორმაცია არის წაღებული კომპიუტერებიდან. მასალაც, ყველაფერი ძირს არის მიმობნეული,” – ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას თამარ ციხისელი, “ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარობის კანდიდატი ნაძალადევში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი