ახალი ამბები

ავთანდილ ჭრიკიშვილი სამშობლოში ოლიმპიური მედლის გარეშე დაბრუნდება

10 აგვისტო, 2016 • 1529
ავთანდილ ჭრიკიშვილი სამშობლოში ოლიმპიური მედლის გარეშე დაბრუნდება

ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა რიოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე 81 კილომდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება ვერ შეძლო.

ქართველი სპორტსმენი ნახევარფინალურ შეხვედრაში ამერიკელ ძიუდოისტ ტრევის სტივენსთან დამარცხდა და ასპარეზობა ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა, სადაც იაპონელ სპორტსმენთან ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა.

ხვალ, 10 აგვისტოს, ქართველი ძიუდოისტებიდან 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი იასპარეზებს.
11 და 12 აგვისტოს კი გულშემატკივარს საშუალება ექნება 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილისა და 100 კგ-ზე მეტ წონით კატეგორიაში – ადამ ოქრუაშვილის ასპარეზობა იხილოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი