ახალი ამბები

ნინო სალუქვაძე რიოს ოლიმპიადას ნახევარფინალიდან გამოეთიშა

9 აგვისტო, 2016 • 1475
ნინო სალუქვაძე რიოს ოლიმპიადას ნახევარფინალიდან გამოეთიშა

ქართველი ტყვიის მსროლელი, ნინო სალუქვაძე რიოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადას ნახევარფინალიდან გამოეთიშა. ქართველმა სპორტსმენმა შეჯიბრში მეექვსე ადგილი დაიკავა, ოლიმპიური მედლისთვის ასპარეზობა კი მხოლოდ პირველ ოთხეულს შეეძლო.

ნახევარფინალური ეტაპი 5 სერიად იმართება, სპოსტსმენები სამიზნეს სულ 25 ტყვიას ესვრიან. ნინო სალუქვაძემ 25-დან 14 ჯერ მოარტყა სამიზნეს და, შესაბამისად, 14 ქულა დააგროვა.

რიოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ტყვის სროლაში  ოქროს მედლის მოსაპოვებლად ბერძენი ანა კორაკაკი ნახევარფინალში მოპოვებული 19 ქულით და გერმანელი  მონიკა კარაში – 18 ქულით იასპარეზებენ. ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ჩინელი ჯინგჯინგ ჟანგმი ან შვეიცარიელი ჰეიდი დიეთჰელმ გერბერი  იბრძოლებენ(ორივე სპორტსმენმა ნახევარფინალში 17-17 ქულა მოიპოვა).

მასალების გადაბეჭდვის წესი