ახალი ამბები

ნინო სალუქვაძე რიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში იასპარეზებს

9 აგვისტო, 2016 • 1668
ნინო სალუქვაძე რიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში იასპარეზებს

ქართველი ტყვიის მსროლელი, ნინო სალუქვაძე რიოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზებს.

შეჯიბრი ორ ეტაპად ტარდება, პირველ ეტაპზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში ქართველმა სპორტსმენმა მეჩვიდმეტე ადგილი დაიკავა, თუმცა მეორე ეტაპზე, სწრაფ სროლაში სალუქვაძემ ქულების საჭირო რაოდენობის მოგვორვება შეძლო და 584 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

სამეულში სალუქვაძესთან ერთად ბერძენი სპორტსმენი ანა კორაკაკისა – მეორე ადგილზე და ჩინელი ჯინგჯინგ ჟანგმი მოხვდნენ.

ნახევარფინალური ეტაპი რიოში, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი