ახალი ამბები

ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი რიო 2016-ის ნახევარფინალშია

9 აგვისტო, 2016 • 1570
ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი რიო 2016-ის ნახევარფინალშია

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა 1/4 ფინალში ვაზარით და იუკოთი იტალიელი მატეო მარკოსინი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ავთანდილ ჭრიკიშვილი (81კგ) შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთო. მეოთხედფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს იუკოთი მოუგო, ხოლო შემდეგ სალვადორელ ხუან დიეგო ტურსიოსთან გაიმარჯვა.

ჭრიკიშვილი ნახევარფინალში ამერიკელ ტრევის სტივენსთან იჭიდავებს. ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 22:30 საათიდან დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი