გთავაზობთ 10 აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:
10:00 – სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სარეინტეგრაციოსაკითხთა კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას კომისიის წევრისახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.
10:00 – სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიისსარეინტეგრაციო საკითხთა კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაშიმონაწილეობას კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობოორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.
11:00 – თბილისის მერი დავით ნარმანია კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან და ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ზაზა გაბუნიასთან ერთად, ჩარგლის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს დაათვალიერებს. მისამართი: ჩარგლისა და გუდამაყრის ქუჩების კვეთა საკონტაქტო პირი: თამუნა ხომერიკი 595093143
11:30 – “პირველის პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: რეფერენდუმი, რომელიც სამოქალაქო ქორწინების საკითხს ეხება; პარლამენტში შეტანილი ახალი ინიციატივა უბლოკო სტატუსის შესახებ; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595037722
12:00 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე დიასპორული სტაჟირების პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდება. ადგილი: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მისამართი: უზნაძის N 52
13:00 – “პრაიმ-ტაიმის” პრეს კლუბში გაიმართება პარლამენტის წევრის, შოთა მალაშხიას პრესკონფერენცია. თემა: 2008 წლის აგვისტოს ოკუპაციასთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა.