ახალი ამბები

თსუ-ში რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 9 სექტემბერს დაიწყება

9 აგვისტო, 2016 • 3476
თსუ-ში რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 9 სექტემბერს დაიწყება

თსუ-ის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია 2016 წლის 9 სექტემბერს, 10:00 საათზე დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება.

აკადემიური საბჭო რექტორობის მსურველთა განცხადებებს განიხილავს და რექტორობის კანდიდატს 2016 წლის 23 სექტემბერს აირჩევს.

თსუ-ის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

თსუ-ის წინა რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ 2016 წლის 30 მარტს განაცხადა, თუმცა უფლებამოსილება 1 მაისიდან შეუწყდა. ვლადიმირ პაპავას გადადგომას წინ უძღოდა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის შიმშილობა მისი გადადგომის მოთხოვნით და სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის საპროტესტო აქციები. თუმცა, როგორც თავად პაპავა ამბობს, მის გადაწყვეტილებაზე არც ერთი მხარის მოთხოვნებს არ მოუხდენია ზეგავლენა.

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დარეჯან თვალთვაძე 2016 წლის 20 აპრილს აირჩიეს. სწორედ მისი ბრძანებით გამოცხადდა თსუ-ში  არჩევნები რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გუშინ, 8 აგვისტოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი