ახალი ამბები

პრემიერი: სამეგრელო არის გადაჯავშნილი თავიდან ბოლომდე

6 აგვისტო, 2016 • 2120
პრემიერი: სამეგრელო არის გადაჯავშნილი თავიდან ბოლომდე

9 აგვისტოს ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest გაიხსნება, რომელიც 14 აგვისტომდე გასტანს. დღეს პრემიერმა ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და განაცხადა, რომ ამ ფესტივალს 40 ათასამდე სტუმარი დაესწრება.

“სერიოზული სამუშაოა ჩატარებული, წელს ველოდებით 40 000-მდე სტუმარს. ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად მზად არის. ეს ადგილი თანდათან განვითარდება და სულ უფრო მეტ სტუმარს მოიზიდავს. ვფიქრობ, ეს ფესტივალი გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკომოტივი რეგიონის განვითარებისთვის. იგეგმება, რომ გაიზარდოს ფესტივალის  ხანგრძლივობა და აქაურობა იქცეს ადგილად, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ, რომ კარგი დრო გაატარონ. მოვუწოდებ ყველას, ჩამოვიდნენ, ნახონ… ფესტივალი მნიშვნელოვანია  ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სამეგრელო არის გადაჯავშნილი თავიდან ბოლომდე და ძალიან სასიხარულოა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება მეტი შემოსავალი,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, Gem Fest-ის გამო ანაკლიასა და განმუხურში რამდენიმე სასტუმროს გადაიარაღება მოხდა და აშენდა ერთი სასტუმრო. ასევე, დაგეგმილია რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა.
“აქ იგეგმება რამდენიმე სასტუმროს აშენება, როგორც საოჯახო ტიპის, ასევე მაღალი კლასის. მოვუწოდებ ყველას, ჩამოვიდნენ, ცხრაში იხსნება ფესტივალი. საინტერესო დიჯეები დახვდებათ სტუმრებს, რომელთა კლასი არის ძალიან მაღალი. სიმბოლურია ასევე ის, რომ ჩვენ გვეყოლება ცნობილი დიჯეი აფხაზეთიდან,-” აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
„GEM Fest“-ი  პროექტ Chekin Georgia”-ს გაიმართება, რომელიც  თითქმის სრულად, 20 მილიონ ლარზე მეტით ფონდმა”ქართუმ”დააფინანსა.

პრემიერი Gem Fest–ის სამზადისს გაეცნო ანაკლიაში, ფოტო: პრემიერის პრესსამსახური. 6.08.2016

პრემიერი Gem Fest–ის სამზადისს გაეცნო ანაკლიაში, ფოტო: პრემიერის პრესსამსახური. 6.08.2016

Gem Fest–ის სამზადისი ანაკლიაში, ფოტო: პრემიერის პრესსამსახური. 6.08.2016

Gem Fest–ის სამზადისი ანაკლიაში, ფოტო: პრემიერის პრესსამსახური. 6.08.2016

მასალების გადაბეჭდვის წესი