ახალი ამბები

საფრანგეთის ერთ–ერთ ბარში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

6 აგვისტო, 2016 • 1283
საფრანგეთის ერთ–ერთ ბარში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა დღეს გამთენიისას საფრანგეთის ჩრდილოეთით ქალაქ რუანის ერთ–ერთ ბარში მომხდარი ხანძრის შედეგად, სადაც დაბადების დღის წვეულება იმართებოდა. ინფორმაციას ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით “ფრანს პრესი” ავრცელებს.

ხანძარი გამოიწვია საიუბილეო ტორტის სანთლების ნაპერწკალმა, რომელიც პოლისტიროლის მასალით მოპირკეთებულ ოთახის ჭერში აალდა. პოლიციის განცხადებით, მსხვერპლები მოიწმალნენ სწორედ ამ პლასტიკატის წვის შედეგად გამოყოფილი მავნე აირებით.

“იქ არ მომხდარა აფეთქება, ეს დაბადების დღის ტორტის სანთლებმა გამოიწვია,” – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

ბოლო პერიოდში საფრანგეთი ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან სერიული თავდასხმების სამიზნეა. მათ შორის იყო ეკლესიაში მოკლული მოძღვარი, რომელიც სწორედ ქალაქ რუანში დაკრძალეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი