ახალი ამბები

ბეჟან გუნავა პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს

5 აგვისტო, 2016 • 2114
ბეჟან გუნავა პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს

პოლიტიკური პარტია “თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბეჟან გუნავა დააკავეს.  პოლიტიკოსი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან სოციალურად დაუცველელებთან ერთად მათთვის, თბილისში, მუხაძის 17-ში მდებარე ყოფილი სათამაშოების ქარხანაში, სადაც თხუთმეტი წლის წინ შესახლდნენ, ფართების დაკანონებას ითხოვდა.

როგორც, პარტია “თავისუფალ საქართველოში” ნეტგაზეთს უთხრეს, აქცია წინაწარ იყო დაანონსებული, რაზეც ეკონომიკის სამინისტრომ გუნავას აქციის სანაცვლოდ  სოციალურად დაუცველების რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად შეხვედრა შესთავაზა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს. როგორც პარტიის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, პოლიციის გამოჩენას აქციის მონაწილეთა უკმაყოფილება მოჰყვა.

ბეჟან გუნავა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი) და მთაწმინდის რაიონულ პოლიციაში წაიყვანეს. ამ წუთებში “თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაჰყავთ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი