ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხადიჯა ისმაილოვა ბაქოს პროკურატურისგან კომპენსაციის სახით 18 000 $-ს ითხოვს

5 აგვისტო, 2016 • 1290
ხადიჯა ისმაილოვა ბაქოს პროკურატურისგან კომპენსაციის სახით 18 000 $-ს ითხოვს

2016 წლის 17 აგვისტოს სასამართლო ბაქოს პროკურატურის წინააღმდეგ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას სარჩელს განიხილავს. ისმაილოვა პროკურატურას მისი კოლეგის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავების შუამდგომლობის დაყენებას ედავება. შესაბამისად, ჟურნალისტი უწყებისგან კომპენსაციის სახით 18 ათას აშშ დოლარს ითხოვს.

ისმაილოვა 2014 წლის 5 დეკემბრიდან 2015 წლის 6 მარტამდე მისი კოლეგის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის ბრალდებით პროკურატურის შუამდგომლობით დაკავებული იყო. ხადიჯა ისმაილოვა აღნიშნული მუხლში გაამართლეს, თუმცა, მოგვიანებით შემდეგ მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს.

ისმაილოვა მიიჩნევს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ის უკანონოდ იყო დაპატიმრებული.

“მთელი ეს პერიოდი სამართლებრივი დახმარებისა და ჩემს დაკავებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ხარჯი მქონდა. გარდა ამისა, ამ სამი თვის განმავლობაში მე არ შემეძლო მუშაობა, და მაქვს უფლება მოვითხოვო მათი ანაზღაურება”. ჟურნალისტი მატერიალური დანახარჯების ანაზღაურებისთვის 9,03 მანათს [5,6 ათასი აშშ დოლარი] და 20 ათას მანათს [12,5 ათასი აშშ დოლარი] მორალური ზიანის კომპენსაციისთვის ითხოვს.

2016 წლის 26 მაისს ხადიჯა ისმაილოვას სასამართლომ პატიმრობა 3.5-წლიანი პირობითი სასჯელით შეუცვალა.

ხადიჯა ისმაილოვა 2014 წელს კოლეგა, თურალ მუსტაფაევის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკვეს. მოგვიანებით მას უკანონო მეწარმეობის, ფულის მითვისებისა და სხვა ეკონომიკური ბრალდებები წარუდგინეს. 2015 წლის 1 სექტემბერს ბაქოს სასამართლომ ჟურნალისტს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისმაილოვას დაცვის ინიციატივით ადვოკატი ამალ კლუნიც გამოვიდა და თქვა, რომ ხადიჯა ისმაილოვას უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ბოლომდე დაიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი