ახალი ამბები

ბორჯომში წვიმისა და სეტყვის შედეგად ქუჩები დაიტბორა

4 აგვისტო, 2016 • 1669
ბორჯომში წვიმისა და სეტყვის შედეგად ქუჩები დაიტბორა

დღეს, 4 აგვისტოს, გვიან ღამით წამოსული წვიმისა და სეტყვის შედეგად ბორჯომში ქუჩები და სახლები დაიტბორა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ბორჯომში დაიბორა სახლების სარდაფები, ასევე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო რაზმები, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის.

ბორჯომის გამგებლის მოადგილე ვახტანგ ოჩხიკიძემ განაცხადა, რომ სიტუაციას კონტროლებენ, იწმინდება გზები და არც ერთ ცენტრალურ მაგისტრალზე არ არის შეფერხებული მოძრაობა.

ოჩხიკიძის თქმით, სეტყვა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. მისი თქმით, გზები გასაწმენდია პლატოს დასახლებასთან, სადაც მოჭრილმა ხეებმა ჩახერგეს ისინი. ოჩხიკის თქმით, ამ ტერიტორიაზე დაზიანებული ხეები იყო მოჭრილი.

წვიმა და სეტყვა ბორჯომში. ნინიტა თოფურიძის ფოტო

წვიმა და სეტყვა ბორჯომში. ნინიტა თოფურიძის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი