ახალი ამბები

სიმბოლური თანხა „ქართულ ოცნებას“ ბათუმიდან

19 მარტი, 2012 • 1343
სიმბოლური თანხა „ქართულ ოცნებას“ ბათუმიდან

“ქართუ ბანკის” ბათუმის ოფისთან 100-მდე მოქალაქეა შეკრებილი. ისინი ამბობენ, რომ “ქართული ოცნებისთვის” ფულის შესაწირად მივიდნენ. ერთ-ერთი მოქალაქე მირზა ღოღობერიძე, რომელიც “ქართუ ბანკთან” მეუღლესთან ერთად იმყოფება, ამბობს, რომ ერთი ლარის შეწირვას აპირებს:

“პოლიტიკაში არასდროს ვყოფილვარ და არც პარტიული ვარ, მაგრამ ვაპირებ ქართულ ოცნებაში გაწევრიანებას. თანხის შეტანა კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ არ მომწონს, რასაც კონტროლის პალატა აკეთებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი