ახალი ამბები

უსუფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლო არის ძალიან მძიმე ვითარებაში

4 აგვისტო, 2016 • 1009
უსუფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლო არის ძალიან მძიმე ვითარებაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა “მაესტროს” ეთერით განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ძალიან მძიმე ვითარებაშია.

“საკონსტიტუციო სასამართლო არის ძალიან მძიმე ვითარებაში და ამ ვითარებიდან სასამართლოს სჭირდება გამოყვანა. მე ვფიქრობ არა ჩემს თავზე სასამართლოში, არამედ ჩემზე, როგორც პარლამენტის თავმდომარეზე, რომელსაც აქვს უფლება საქართველოს პარლამებტს წარუდგინოს საკონსტიტუციო სასამართლოში დასანიშნი ახალი წევრი. იმიტომ რომ სექტემბერში ვადა გაუდის 4 მოქმედ მოსამართლეს. აქედან ერთი დანიშნულია პარლამენტის მიერ. ყველა ზომას ვიხმარ იმისთვის, რომ პარლამენტს შევთავაზო ღირსეული კანდიდატურა, დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრეზიდენტი ასევე მოიქცევა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასევე მოიქცევა. ჩვენ შევძლებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გავაძლიეროთ და გავამაგროთ 4 ახალი პრინციპული, კვალიფიციური, ავტორიტეტის მქონე მოსამართლით. ეს არის უკიდურესად აუციელებელი. სხვა შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი მდგომარეობის დიდხანს გაგრძელება მიუხედავად იმისა, ვინ მტყუანია, ვინ მართალია იქ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს სტაბილურობას”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი