ახალი ამბები

პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოში პაპუაშვილის გამოკითხვას აწარმოებს

4 აგვისტო, 2016 • 1804
პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოში პაპუაშვილის გამოკითხვას აწარმოებს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურა 17:00 საათიდან საკონსტიტუციო სასამართლოში პაპუაშვილის გამოკითხვას აწარმოებს. პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმდჯომარე ბოლო მოსამართლეა, რომელსაც მთავარი პროკურატურა ამ საკითხზე გამოკითხვას. მოწმის სახით უკვე გამოიკითხა საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლე.

პროკურატურამ გამოძიების შუალედური შედეგები 1 აგვისტოს გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გარდა, ყველა მოსამართლე უარყოს მათზე ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლის ან სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევას.

2016 წლსი 21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება 26 ივლისს დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი