ახალი ამბები

პუტინს ამომრჩევლის ერთი ხმა 50 თეთრი დაუჯდა

19 მარტი, 2012 • 1364
პუტინს ამომრჩევლის ერთი ხმა 50 თეთრი დაუჯდა

ვლადიმერ პუტინმს ერთი ამომრჩევლის ხმა 9 რუბლი (დაახლოებით 50 თეთრი) დაუჯდა, მთლიანობაში კი, მისი საარჩევნო კამპანია 399 მილიონი რუბლი (დაახლოებით 22 მილიონ ლარზე მეტი) დაჯდა. ამ ინფორმაციას სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით.

“საარჩევნო კანონმდებლობით, კანდიდატის ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს 400 მილიონ რუბლს,” – განმარტავენ რუსეთის ცესკოში.

ცესკოს ინფორმაციით, ყველა სხვა საპრეზიდენტო კანდიდატთან შედარებით, პუტინს მინიმალური ხარჯები აქვს გაწეული ერთი ამომრჩევლის ხმაზე. მაგალითად, პროხოროვს ამომრჩევლის ერთი ხმა ყველაზე ძვირი – 65 რუბლი (3.25 ლარი) დაუჯდა, ყველაზე ცოტა კი, 9 რუბლი, პუტინმა დახარჯა.

რუსეთში მოქმედი კანონის შესაბამისად, იმ პარტიას, რომლის სახელითაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა კანდიდატი, ამ კანდიდატისთვის მიცემული თითოეული ხმისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაერიცხა 20 რუბლი. ცესკოს მონაცემებით, პუტინს ხმა მისცა დაახლოებით 45 მილიონმა ამომრჩეველმა და, შესაბამისად, პუტინის გამარჯვებისთვისთვის მისი პარტია “ედინაია როსია” დაახლოებით 900 მილიონ რუბლს (50 მილიონ 400 ათასი ლარს) მიიღებს ბიუჯეტიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი