ახალი ამბები

“ბინ ლადენი ობამას მოკვლას გეგმავდა”

18 მარტი, 2012 • 1174
“ბინ ლადენი ობამას მოკვლას გეგმავდა”

აშშ-ის საიფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით ბი-ბი-სი წერს, რომ ბინ ლადენი აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მკვლელობას გეგმავდა.

ამას თავად ბინ ლადენის დღიურები მოწმობს, რომელიც პაკისტანის ქალაქ აბოთაბადში, ბინ ლადენის სახლში, 2011 წლის 2 მაისის ღამეს, ამერიკელთა სპეცოპერაციის შედეგად ბინ ლადენის ლიკვიდაციის დროს იპოვეს.

ჩანაწერებიდან ჩანს, რომ “ალ-ქაიდას” ლიდერი თავის დანამოაზრეებს, კონკრეტულად კი ილიას ქაშმირს სთხოვდა, შეემუშავებინა ბარაკ ობამას თვითმფრინავზე თავდასხმის გეგმა, მაშინ, როდესაც მის ბორტზე პრეზიდენტთან ერთად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალი დევიდ პეტრეუსიც იქნებოდა. თუმცა ჩანაწერები ჯერ კიდევ იმდროინდელია, როდესაც პეტრეუსი ერაყში აშშ-ის ჯარებს ხელმძღვანელობდა.

“გეთაყვა, სთხოვეთ ჩვენს ძმას, ილიასს, შემატყობინოს, რა ნაბიჯები იყო გადადგმული ჩანაფიქრის განსახორციელებლად?”- წერს ბინ ლადენი თავისი მიმართვის 48-ე გვერდზე.

ამავე ჩანაწერში ის “ალ ქაიდას” ბოევიკებს პაკისტანის სამი რაიონიდან წასვლისკენ მოუწოდებს, სადაც НАТО-ს ძალებს ავიადარტყმები ელოდათ.

ბინ ლადენი აცხადებდა, რომ ბარაკ ობამას სიკვდილი აშშ-ს პოლიტიკურ ქაოსში გახვევდა, რადგან ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი “სრულიად არ არის მზად, სიტუაცია მართოს.”

ამერიკული სპეცსამსახურები აცხადებენ, რომ საეჭვოა, “ალ ქაიდას” თავისი ჩანაფიქრი განახორციელებინა, ვინაიდან არაფერი მოწმობს იმას, რომ ობამას ლიკვიდაციის გეგმა უკვე არსებობდა.

ილიას ქაშმირი ბინ ლადენის დაღუპვიდან ერთი თვის შემდეგ ამერიკული ავიათავდასხმის შედეგად მოკვდა.

დოკუმენტები, რომელიც ბინ ლადენის აზრებსა და გეგმებს შეეხებოდა, Washington Post -ის ჟურნალისტს აჩვენეს.

ამერიკელი საზოგადოება მოუთმენლად ელის ბინ ლადენის ე.წ დღიურების გამოქვეყნებას. მათი გასაჯაროვების შესახებ აშშ-ის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი