ახალი ამბები

ლონდონში მოქალაქეებზე დანით თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა

4 აგვისტო, 2016 • 1428
ლონდონში მოქალაქეებზე დანით თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა

ქალი დაიღუპა ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში, 3 აგვისტოს, ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად. პოლიციის ცნობით, მათთან გამოძახება გუშინ ლონდონის დროით 22.30 საათზე შევიდა იმის შესახებ, რომ დანით შეიარაღებული მამაკაცი ესხმოდა თავს ხალხს რასელ სქვეაზე, კამდენში.

პოლიციამ თავდამსხმელი ელექტროშოკის გამოყენების შედეგად დააკავა. თავდასხმის შედეგად სულ 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა გარდაცვლილი ქალი. დაშავებულებს შორისაა კიდევ ორი ქალი და სამი მამაკაცი, რომლებსაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ.

ეჭვმიტანილი 19 წლის მამაკაცია, რომელიც ამჟამად ლონდონის საავადმყოფოში პოლიციის ზედამხედველების ქვეშაა.

პოლიციის ცნობით, სავარუდოა, რომ დაკავებულ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუმცა ისინი მუშაობენ მოტივის დადგენას, რათა შემოწმდეს ჰქონდა თუ არა ადგილი ტერორისტული აქტს. შემთხვევას იძიებს პოლიცია ანტიტერორისტულ განყოფილებასთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს დროს ევროპის ქალაქებში დანით თავდასხმის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსა და ტერორიზმს.

მასალების გადაბეჭდვის წესი