ახალი ამბები

ძლიერი სეტყვა ახალციხეში

3 აგვისტო, 2016 • 2542
ძლიერი სეტყვა ახალციხეში

ახალციხეში 15 წუთის მანძილზე ძლიერმასეტყვამ და წვიმამ საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. ადგილობრივი მედიის “სამხრეთ კარიბჭის” მთავარი რედაქტორის ნინო ნარიმანიშვილის ცნობით,დაიტბორა ქუჩები, წყალი შევიდა სადარბაზოებსა და სარდაფებში.

“იყო უზომოდ დიდი და ხანგრძლივი სეტყვა, დაახლოებით 10-15 წუთის მანძილზე გრძელდებოდა. ამ ეტაპზე ჩვენი ჟურნალისტები ადგილებზე მუშაობენ და რაც ვიცით საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ნაწილობრივ გადახადა, დაშავებული არავინ არაა, თუმცა მთელი სახურავი ძირს გადმოვარდა. ამავე კორპუსში ხე მოტყდა და ხემ სახლის ნაწილი დააზიანა. სანიაღვრებმა წყალი ვერ გაატარა და ქუჩები დაიტბორა. ახალციხის თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩა დატბორილი იყო – რუსთაველის, თამარაშვილის”,- განუცხადა “ნეტგაზეთს” “სამხრეთის კარიბჭის” მთავარმა რედაქტორმა ნინო ნარიმანიშვილმა.

მისივე თქმით, სეტყვამ მანქანებიც დააზიანა – საქარე მინა ჩაამსხვრია და გარეთა სარკეები მოტეხა. ასევე დაიტბორა რამდენიმე მაღაზია და ახალციხის ბაზარის მეორე სართულზე ჩავიდა წყალი, სადაც ავეჯის მაღაზიებია განლაგებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის და სეტყვის გამო, სააგენტოში რამდენიმე გამოძახება შევიდა. სააგენტოში არ აკონკრეტებენ გამოძახებების რაოდენობას, თუმცა აღნიშნავენ, რომ ყველაზე მეტი გამოძახება თამარაშვილისა და კოსტავას ქუჩიდან დაფიქსირდა.

პრესამსახურის ცნობით, ადგილზე სამაშველო ბრიგადები უკვე მუშაობენ. ძლიერი წვიამისა და სეტყვის გამო, გუშინ 2 აგვისტოს გამძახებები იყო თბილისშიც. ცალკეული გამოძახებების გარდა, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის დაგროვების გამო, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილების პრობლემა შეექმნათ.

1470230521_datborili_01

ძლიერი წვიმა და სეტყვა ახალციხეში ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

1470230528_datborili_02

ძლიერი წვიმა და სეტყვა ახალციხეში ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

1470230554_datborili_07

ძლიერი წვიმა და სეტყვა ახალციხეში ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

1470229769_saxuravi_4

ძლიერი წვიმა და სეტყვა ახალციხეში ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

1470229041_setyva_05

ძლიერი წვიმა და სეტყვა ახალციხეში ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

მასალების გადაბეჭდვის წესი