ახალი ამბები

1 მლნ – “ქართულ ოცნებას”, 25 ლარი – “თავისუფალ საქართველოს” – პარტიების შემოწირულობები ივნისში

3 აგვისტო, 2016 • 2046
1 მლნ – “ქართულ ოცნებას”, 25 ლარი – “თავისუფალ საქართველოს” – პარტიების შემოწირულობები ივნისში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, 2016 წლის ივნისში პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, ჯამში, 2 მლნ 204 ათას 85 ლარის შემოწირულობა მიიღეს, რომლის ნახევარი (1 მლნ 28 ათას 420 ლარი) “ქართულ ოცნებაზე” მოდის.

ივნისის თვეში შემოწირულობების რაოდენობით მეორე ადგილზეა (741 942) პაატა ბურჭულაძის მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის”; მესამე ადგილზე (174 930 ლარი) – დავით თარხან-მოურავისა და ირმა ინაშვილის “პატრიოტთა ალიანსი”; მეოთხეზე (111 442.5 ლარი) – ააიპ “წარმატებული საქართველო”, იგივე გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო” და მეხუთეზე (81 200 ლარი) – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

“ქართული ოცნების” შემომწირველებს შორის ფიზიკური პირებიდან, ყველაზე მსხვილი შემწირველია ექიმი ხათუნა ვაშაძე, ცნობილი მოდელის თაკო ჩხეიძის დედა, რომელმაც ქართულ ოცნებას 50 ათასი ლარი გადაურიცხა. 20 ათასი ლარი შეწირა “ქართულ ოცნებას” “საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანების” პრეზიდენტმა ვახტანგ ქორიძემ.

რაც შეეხება იურიდიულ პირებს, შპს “კახური ტრადიციული მეღვინეობამ” “ქართულ ოცნებას” 120 ათასი ლარი შეწირა.

2016 წლის ივნისში პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ყველაზე ცოტა შემოწირულობა – 25 ლარი “თავისუფალმა საქართველომ” მიიღო. ეს თანხა პარტიას მისმა ლიდერმა კახა კუკავამ შეწირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი