ახალი ამბები

უხვი ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 7 შეტყობინება შევიდა

2 აგვისტო, 2016 • 1755
უხვი ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 7 შეტყობინება შევიდა

დღეს, 2 აგვისტოს საღმოს დაწყებული უხვი ნალექის და სეტყვის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შვიდი შეტყობინება შევიდა. როგორც “ნეტგაზეთს” სააგენტოს პრესსამსახურმა განუცხადა, ვორონცოვის ტერიტორიიდან 4 შეტყობინება შევიდა, ხოლო ელიას მთაზე, კონკრეტულად განთიადის ქუჩიდან – 3.

პრესამსახურის ცნობით, აღნიშნული შემთხვევბი სარდაფების დატბორვას უკავშირდებოდა და მყისიერი რეაგირება მოხდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის [22:56] ყველა ინცინდენტი ამოწურულია. უხვი ნალექის გამო, წყალი დაგროვდა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

უხვი ნალექი, წვიმა

უხვი ნალექი, წვიმა

მასალების გადაბეჭდვის წესი