ახალი ამბები

ცესკო: ამომრჩეველთა განახლებული სია ვებ-გვერდზე 2-3 დღეში იქნება ხელმისაწვდომი

2 აგვისტო, 2016 • 182306
ცესკო: ამომრჩეველთა განახლებული სია ვებ-გვერდზე 2-3 დღეში იქნება ხელმისაწვდომი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე ამომრჩეველთა სია ივლისის ბოლომდე უნდა განახლებულიყო, თუმცა საიტზე ჯერ ისევ ძველი ინფორმაცია იძებნება.

ცესკო-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ვებ-გვერდზე ამომრჩეველთა განახლებული სია 2-3 დღეში იქნება ხელმისაწვდომი:

“ჩვენ უკვე გადმოგვეცა და 15 ივლისს კიდევ უნდა გადმოეგზავნათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განახლებული სია შესაბამისი უწყებებიდან, რომლებსაც კანონმდებლობა ავალდებულებს სიების წარმოდგენას. ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობს სიის განახლებაზე: მოწმდება ინფორმაცია და ხდება უბნების, ოლქების მიხედვით დაყოფა. ჩვენს ვებ-გვერდზე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ამომრჩეველთა სია ხელმსაწვდომი 2-3 დღეში იქნება.”

ამომრჩეველთა სიები და მისი ნახვა ცესკოს სპეციალურ საიტზე: voters.cec.gov.ge-ზე იქნება შესაძლებელი. სიები ხელმისაწვდომია უნდა იყოს, როგორც ამომრჩევლისთვის, ასევე საარჩევნო ბლოკებისთვის, დამკვირვებლებისა და პარტიებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი