ახალი ამბები

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 226 მსჯავრდებულიდან 11 ქალი და 3 არასრულწლოვანია

1 აგვისტო, 2016 • 1796
პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 226 მსჯავრდებულიდან 11 ქალი და 3 არასრულწლოვანია

1 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულებს შორის 11 ქალი და 3 არასრულწოლოვანია.

შეწყალებულთაგან 154 მსჯავრდებული (მათ შორის, 8 ქალი და 1 არასრულწლოვანი) პრეზიდენტმა სრულად შეიწყალა და ისინი დღესვე დატოვებენ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს. დანარჩენ 72 მსჯავრდებულს, რომელთაგან 3  ქალი და 2 არასრულწლოვანია, შეფარდებული სასჯელი სხვადასხვა ფორმით შეუმცირდება.

შეწყალების კომისიამ სულ 1585 მსჯავრდებულის საქმე განიხილა 2016 წლის წლის 18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით პერიოდში. 

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის, თქმით, ჩადენილი დანაშაულების სპექტი ფართოა და იქიდან გამომდინარე, რომ არცერთი ტიპის დანაშაულზე საქართველოში შეზღუდვა არ არის და შეწყალების აქტი ყველა სახის დანაშაულზე ვრცელდება,  ყველა მსჯავრდებულ პირს აქვს უფლება მიმართოს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით.

ზვიად ქორიძის თქმით, ეს წელს შეწყალების მესამე აქტია. პირველი აქტი 2 მარტს გამოიცა, მეორე – 25 აპრილს, მესამე კი დღეს, 1 აგვისტოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი