ახალი ამბები

შოთაძე: გამოძიებამ მოითხოვა ინფორმაცია, ჩაურიცხეს თუ არა კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებს ფული

31 ივლისი, 2016 • 1505
შოთაძე: გამოძიებამ მოითხოვა ინფორმაცია, ჩაურიცხეს თუ არა კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებს ფული

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, გადაცემაში “იმედის დრო” განაცხადა, რომ გამოძიებას გამოთხოვილი აქვს კორცხელის ინციდენტში ბრალდებულების პირად ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია.

“ჩვენ მოვისმინეთ განცხადება ნაციონალური მოძრაობის პარტიის წარმომადგენლების, რომლებიც საუბრობდნენ კონკრეტულ კომპანიებზე. საუბარი იყო “კალა კაპიტალსა” და “ალფა ბანკზე”, რომ გადარიცხვა მოხდა ბრალდებულების პირად ანგარიშებზე, რომლის უკან შესაძლოა ყოფილიყვნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები. ამ მიმართულებით გაგზავნილია საერთაშორისო მოთხოვნები, რათა მოვიპოვოთ, რადგან ეს გადარიცხვები განხორციელებული არ არის საქართველოში. არარეზიდენტი იურიდიული პირების ანგარიშების მეშვეობით. ამას ჩვენ აუცილებლად დავადგენთ გაძიებით და აუცილებლად მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი