ახალი ამბები

ირაკლი შოთაძე: გიორგი პაპუაშვილი მომდევნო კვირაში დაიკითხება

30 ივლისი, 2016 • 2564
ირაკლი შოთაძე: გიორგი პაპუაშვილი მომდევნო კვირაში დაიკითხება

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, გიორგი პაპუაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში მომდევნო კვირას დაკითხავენ. ამის შესახებ მან “იმედის დროისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

“კონკრეტულად ამ ეტაპზე დაკითხული არის სასამართლოს ყველა მოსამართლე წევრი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დაკითხვა განხორციელდება შემდეგ კვირაში მისივე თხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში. ვფიქრობ, შემდეგ კვირაში ჩვენ უკვე შევძლებთ კონკრეტულ შუალედურ შედეგებზე ვისაუბროთ, რომელიც  არ დააზიანებს გამოძიების ინტერესებს.”

21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

ინტერვიუს სრული ვერსიას ტელეკომპანია “იმედი ” ეთერში 31 ივლისს, 20:00 საათზე აჩვენებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი