ახალი ამბები

ტერორაქტის მუქარისთვის ბრალდებულს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

30 ივლისი, 2016 • 1415
ტერორაქტის მუქარისთვის ბრალდებულს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის ვ.ხ-ს 6 დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებული განცხადების თანახმად, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ბრალდებიტ ახმეტის რაიონის სოფ. დუისში მცხოვრები, 1993 წელს დაბადებული ვ. ხ დააკავეს:

“გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2016 წლის 29 ივლისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა მუქარის შემცველი ინფორმაცია. აღნიშნულ ფაქტზე სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში დაუყონებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის I პრიმა ნაწილით და იმავე დღეს დადგინდა ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ტერორისტული აქტის ქმედების ჩადენის მუქარის ავტორი – ვ.ხ.  ამავე დღეს განხორციელდა მისი პირადი ავტომანქანის და საცხოვრებელი მისამართის ჩხრეკა,” – აღნიშნულია განცხადებაში.

სუს-ის ცნობით, დაკითხვის პროცესში, დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, რის შემდეგაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის I პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 12 წლამდე ითვალისწინებს.

პანკისის სათემო რადიო WAY-ის ინფორმაციით, გუშინ, 29 ივლისს სოფელ დუისში მცხოვრები 23 წლის ვ. ხ. დაახლოებით 16:00 საათზე დუისის საზოგადოებრივ ცენტრში დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი