ახალი ამბები

NDI: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მთავარი დაბრკოლება ამომრჩევლების მოსყიდვაა

29 ივლისი, 2016 • 1435
NDI: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მთავარი დაბრკოლება ამომრჩევლების მოსყიდვაა

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, თავისუფალ და სამართლიან არჩევნების ჩატარებას ყველაზე მეტად ამომრჩევლის მოსყიდვა უშლის ხელს.

კითხვაზე, რა არის, თუ საერთოდ არის ასეთი, სამი უმთავრესი დაბრკოლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საქართველოში, ასეთი შედეგი დაფიქსირდა:

 

  • ამომრჩეველთა მოსყიდვა – 37
  • ამომრჩეველთა/პარტიის აქტივისტების შევიწროვება – 32
  • ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები – 15
  • ხმის მიცემა ერთზე მეტჯერ (კარუსელი) – 15
  • საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტინების ჩაყრა – 15
  • ერთ ადამიანის მიერ სხვების ნაცვლად ხმის მიცემა – 14
  • ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ სამსახურის შესანარჩუნებლად – 13
  • მედია საშუალებების მიერ კანდიდატების და პარტიების არათანაბარი გაშუქება – 13
  • ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოს ფულის ხარჯვა – 13
  • თანამშრომლების იძულება დასაქმებულის მიერ მონაწილება მიიღოს კამპანიაში – 10
  • საჯარო მოხელეების კამპანია ერთი პარტიის სასარგებლოდ – 8
  • გაყალბებისგან დაუცველი პირადობის მოწმობები – 7
  • კანდიდატების/პარტიების არათანაბარი დაფინანსება – 5
  • პოლიტიკური პარტიების ფინანსების გამჭვრივალობის ნაკლებობა – 5
  • სხვა – 1
  • არ არსებობს დაბრკოლებები – 9
  • უარი პასუხზე – 7

 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას დღეს, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, 2016 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი გააცნეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. კვლევის ცდომილება +/- 2%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი