ახალი ამბები

NDI: გამოკითხულთა 54%-ისთვის უმნიშვნელოა, პარტიას ეყოლება თუ არა ქალი და კაცი კადიდატები თანაბრად

29 ივლისი, 2016 • 1133
NDI: გამოკითხულთა 54%-ისთვის უმნიშვნელოა, პარტიას ეყოლება თუ არა ქალი და კაცი კადიდატები თანაბრად

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობისთვის უმნიშვნელოა ეყოლება თუ არა მათთვის სასურველ პარტიას ქალი და კაცი კანდიდატების თანაბარი რაოდენობა.

კითხვაზე, “თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანი ან უმნიშნელოა, რომ პარტიას, რომელიც თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას, ჰყავდეს ქალი და კაცი კანდიდატების თანაბარი რაოდენობა?” 5%-მა პასუხი გასცა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, 35%-ისთვის მნიშვნელოვანია, 42%-ისთვის უმნიშვნელოა, 12%-ისთვის – სრულიად უმნიშვნელო, ხოლო 6%-მა არ იცის.

კითხვაზე, “როგორი გავლენა ექნებოდა საქართველოზე პარლამენტის წევრი ქალების რაოდენობის გარზდას?”, გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ საქართველოზე დადებითი გავლენა ექნება, 39% მიიჩნევს რომ არანაირი გავლენა არ ექნება, 9% ფიქრობს, რომ ქალების მონაწილეობის გაზრდა უარყოფით გავლენას მოახდენს, ხოლო 9%-მა არ იცის.

არჩეულ თანამდებობებზე, ქალებისა და კაცების მუშაობის შედარებისას, გამოკითხულთა 21% ფიქრობს, რომ კაცები მუშაობენ ქალებზე უკეთესად, 58% მიიჩნევს, რომ კაცები და ქალები ერთნაირად მუშაობენ, 16%-ის აზრით, ქალები კაცებზე უკეთესად მუშაობენ. არ იცის 4%-მა ხოლო კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა გამოკითხულთა 1%-მა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას დღეს, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, 2016 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი გააცნეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. კვლევის ცდომილება +/- 2%-ია.

 

NDI NDI1 NDI2

მასალების გადაბეჭდვის წესი