ახალი ამბები

რესპუბლიკელი მინისტრები თანამდებობებს პირველი აგვისტოდან დატოვებენ

28 ივლისი, 2016 • 1283
რესპუბლიკელი მინისტრები თანამდებობებს პირველი აგვისტოდან დატოვებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს პირველი აგვისტოდან დატოვებენ. ამის შესახებ 28 ივლისს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” მთავრობის კანცელარიაში დაუდასტურეს.

როგორც კანცელარიაში გვითხრეს, ორივე მინისტრმა განცხადებით მიმართა პრემიერ-მინისტრსპრემიერს თანამდებობიდან დათხოვის თხოვნით  და ეს განცხადებები გიორგი კვირიკაშვილმა დააკმაყოფილა.

ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს მინისტრთა კაბინეტში გათავისუფლებულ თანამდებობებს.

[checklist]

  • 12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ორი  მინისტრი რესპუბლიკური პარტიიდან დატოვებდა თანამდებობას – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა “რესპუბლიკური პარტიის” საგანგებო ბრიფინგზე;
  • მაშინ უსუფაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკურმა პარტია მზად იყო, რომ მათი წევრები დარჩენილიყვნენ მთავრობაში  არჩევნების ბოლომდე, თუმცა  “ქართულმა ოცნებამ” სხვაგვარად გადაწყვიტა: ” ჩათვალა, რომ მრავალპარტიული, კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არის მიუღებელი”;
  • 12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელმა მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა პარტია დატოვა და თანამდებობაზე რჩება.
  • რესპუბლიკურმა პარტიამ 27 მარტს  განაცხადა, რომ ისინი დატოვებდნენ კოალიცია “ქართულ ოცნებას” და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებდნენ მონაწილეობას.
  • თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად 2015 წლის 1 მაისს დანიშნეს და ის საქართველოში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი იყო
  • პაატა ზაქარეიშვილი კი მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა, როცა არჩევნებში გამარჯვება კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა.

[/checklist]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი