ახალი ამბები

გიორგი პაპუაშვილი ირაკლი შოთაძეს ხვდება

28 ივლისი, 2016 • 1309
გიორგი პაპუაშვილი ირაკლი შოთაძეს ხვდება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი საქართველოს პროკურატურაში, მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შესახვედრად უკვე მივიდა. პაპუაშვილმა შესვლამდე მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრი, მოსამართლე კოსტანტინე ვარძელაშვილი.

“თავისთავად ის გარემოება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს უხდებათ პროკურატურაში გამოკითხვაზე სიარული მიანიშნებს სიტუაციის არაჯანსაღობაზე. რა თქმა უნდა, მე მზად ვარ დღეს, რომ პროკურატურუს თანამშრომლებს გავუზიარო ის ინფორმაცია რაც მე მაქვს.” – აცხადებს ვარძელაშვილი.

კითხვაზე განხორციელდა თუ არა მის წინააღმდეგ ზეწოლა, ის პასუხისაგან თავს იკავებს. ვარძელაშვილი ამბობს, რომ საკუთარი კოლეგებისაგან გარკვეული სახის ინფორმაცია აქვს, რომელსაც მიაწვდის პროკურატურას. ის ადასტურებს, რომ გიორგი პაპუაშვილი 2-ჯერ ესაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს წეზოლის ფაქტებზე.

“თუ თითოეული მოსამართლე, რომელსაც თქვნ ესაუბრებით პირდაპირ გასცემს პასუხს ამ კითხვაზე, გამორიცხვის მეთოდით შეიძლება ადვილად გაირკვეს იმ მოსამართის სახელი და გვარი, რომელზეც ხორციელდება ზეწოლა,” – აცხადებს ვარძელაშვილი.

2016 წლსი 21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა, განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ზეწოლის შესახებ პაპუაშვილისა და მარგველაშვილის განცხადებებზე პროკურატურამ გამოძიება 26 ივლისს დაიწყო.

გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურატურაში 27 ივლისს, 13:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იქ არ გამოცხადდა. პაპუაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე, პროკურატურაში მისვლას არ აპირებდა. პაპუაშვილი პრემიერ კვირიკაშვილს 27 ივლისს, საღამოს შეხვდა, დღეს კი უკვე ისიც მივა საგამოძიებო უწყებაში.

27 ივლისსვე დაიკითხა საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე. გამოკითხვის პროცესი დღესაც გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი