ახალი ამბები

2017 წლის ახალგაზრდული სპორტული ღონისძიებებისთვის ახალი ინფრასტრუქტურა აშენდება

28 ივლისი, 2016 • 1736
2017 წლის ახალგაზრდული სპორტული ღონისძიებებისთვის ახალი ინფრასტრუქტურა აშენდება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სამინისტრო თბილისსა და რეგიონებში სპორტული ობიექტების მშენებლობას იწყებს.

მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილი ცნობით, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის 152 მილიონი ლარის ოდენობის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია განხორციელდება. მშენებლობა გაგრძელდება 1 წელი და 2017 წლის ივნისში დასრულდება.

2017 წელს, საქართველო უმასპინძლებს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს რაგბიში, ასევე მსოფლიოს 19-წლამდელთა ჩემპიონატს ხელბურთში, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს ფეხბურთში და სხვა.

“განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს, როგორც ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებების მაღალ დონეზე მასპინძლობას, ასევე საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარებას,” – აცხადებენ სამინისტროში.

2017 წელს სპორტული კომპლექსები აშენდება თბილისსა და რეგიონებში:

  • მრავალფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლეები ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში;
  • ჭიდაობის სახლი და სპორტული მედიცინის ცენტრი თბილისში (მშენებლობა დაიწყება 2017 წლის თებერვალში მთავრობასთან შეთანხმებით);
  • 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედანი თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში.

სპორტული ინფრასტრუქტურა

სპორტული ინფრასტრუქტურა

სპორტული ინფრასტრუქტურა

მასალების გადაბეჭდვის წესი