ახალი ამბები

წულუკიანი: “ქართულმა ოცნებამ” 4 წლის მანძილზე ოკუპირებული ქვეყანა მშვიდობის პირობებში ამყოფა

28 ივლისი, 2016 • 1256
წულუკიანი: “ქართულმა ოცნებამ” 4 წლის მანძილზე ოკუპირებული ქვეყანა მშვიდობის პირობებში ამყოფა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა რესპუბლიკელი მინისტრების შემცვლელების მოძიებას ქართული ოცნების რიგებში.

“ქართული ოცნება, რაც არ უნდა ზოგიერთი ოპონენტისთვის გასაკვირი იყოს, არის რესურსის მქონე პარტია. ეს არის პარტია, რომელმაც 4 წლის მანძილზე ოკუპირებული ქვეყანა სტაბილურობის და მშვიდობის პირობებში ამყოფა. ეს არის პარტია, ქართული ოცნება, რომელმაც საქართველო იმ რეგიონული და მსოფლიო კონტექსტის მიუხედავად ამყოფა განვითარების გზაზე და ეს ქვეყანა ძალიან მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად შეაყენა განვითრების სწორ გზაზე, პროგრესის გზაზე და ძალიან ბევრი რამ გააკეთა. მე პირდაპირ ვიტყვი ქართული ოცნება არის პარტია, რომლის მთავრობამაც ოთხი წლის მანძილზე, მთავრობებმა სხვადასხვა შემადგენლობით, გააკეთა უფრო მეტი ვიდრე ერთად აღებულმა არაერთმა მთვრობამ წარსულში. ეს გახლავთ რესურსიანი ქართული ოცნება, როგორც პოლიტიკური მმართველი პარტია. ამიტომაც თუკი რომელიმე მინისტრი, იქნება ეს რესპუბლიკური პარტიიდან თუ იქნება ეს უპარტიო მინისტრი, როგორიც მე გახლავართ, იქნებოდა შეცვლილი, რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას, როგორც რესურსიან პარტიას ექნება იმის საშუალება, რომ არანაკლებ პომპეტენტური კადრი დაასახელოს შემცვლელად”, – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური პარტიიდან ორი მინისტრია ამ დროისთვის მთავრობაში, თუმცა თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა პოსტები არჩევნებთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში უნდა დატოვონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი