ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

USAID-ის კვლევით, აზერბაიჯანის სამოქალაქო სექტორის მდგომარეობა გაუარესდა

28 ივლისი, 2016 • 1188
USAID-ის კვლევით, აზერბაიჯანის სამოქალაქო სექტორის მდგომარეობა გაუარესდა

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კვლევა ამბობს, რომ 2015 წელს აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მდგრადობა გაუარესდა. შედეგებს, რომელიც ექსპერტების გამოკითხვას ეფუძნება, USAID აქვეყნებს.

სიტუაციის შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმითა და ქულით ხდება. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საერთო ინდექსი აზერბაიჯანში 5,8 ქულით შეფასდა, 2014 წელს ინდექსი 5,1 იყო. წინა წლებში, სიტუაცია უკეთესი იყო და შესაბამისად, ქულაც უფრო ნაკლები [4,7].

როგორც USAID-ის შეფასებაში წერია, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მდგრადობის გაუარესება ხდება ნავთობზე მსოფლიო ფასების შემცირების, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისისა და მანათის გაუფასურების ფონზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი