ახალი ამბები

პრეზიდენტის სიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

27 ივლისი, 2016 • 1792
პრეზიდენტის სიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზე იმყოფება.

გოგოჭური საქართველოს მთავარი პროკურატურაში 15:00 საათზე დაიბარეს. პროკურატურაში შესვლამდე პრეზიდენტის სიძეს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პრეზიდენტის სიძის ადვოკატის თქმით, მინდია გოგოჭურს გამოკითხავენ მოწმის სახით: “გამოკითხვა აროს ნებაყოფლობითი პროცედურა. გამოკითხვის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, გავაკეთებთ კომენტარს.”

21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით.

პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებამ არ გააოცა, რადგან სამართალდამცავები მისი ოჯახის წევრზეც ცდილობდნენ ზეწოლას. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ საუბარი იყო პოლიციის მხრიდან პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკის ჩატარებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი